მედია

ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა

21 დეკემბერი, 2022

2022 წლის 21 დეკემბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე საკითხებზე. მრჩეველთა საბჭოს წევრებს მიესალმა ბახვი ჰესის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ნიბლაძე, რომელმაც შეაჯამა გასული წლის სამუშაო და მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა საბჭოს 2023 წლის სტრატეგია და მომავალი წლისთვის განსაზღვრული მიზნები და ამოცანები. კომპანიის მიზანია, განვითარების ახალ ტალღაზე გადასვლა, რაც გულისხმობს საბჭოს ფუნქციის გაზრდას და ჩართულობის გაღრმავებას.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ 2021 წლის აგვისტოში დაფუძნებულმა მრჩეველთა საბჭოს მოდელმა გაამართლა და ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება, თუკი განვაცხადებთ, რომ ის მიზნები და ამოცანები, რაც თავის დროზე  საბჭომ დაისახა, წარმატებით შესრულებულია. დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ამისთვის საბჭოს თითოეულ წევრს. სამუშაო პროცესი საინტერესო გამოცდილება იყო უდაოდ ორივე მხარისათვის და აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრები, ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე მუშაობენ პროექტზე, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია, როგორც გურიის რეგიონისათვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.. საბჭომ შეასრულა მრჩევლის ფუნქცია ბევრ საკითხში და რეკომენდაციები და მოსაზრებები, რასაც გვიზიარებდნენ პროექტის მიმდინარეობის დროს, ნამდვილად საინტერესო იყო ჩვენი მენეჯმენტ ჯგუფისთვის. 2023 წელი ახალი გამოწვევების წელია და სწორედ ამიტომ, გადავხედეთ განვლილ პერიოდს და მუშაობის ახალი სტრატეგია შევთავაზეთ მათ, რომელიც მიზნად ისახას ჩვენი თანამშრომლების კიდევ უფრო გაღრმავებასწარმატებებს ვუსურვებ საბჭოს წევრებს დამდეგ 2023 წელს და ასევე, ჩვენს პროექტსაც, რომელიც მომავალი წლიდან განვითარების ახალ ფაზაში გადადის" - განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.

შეხვედრა ოზურგეთში, ბახვი ჰესის ოფისში გაიმართა.  

შეგახსენებთ, ბახვი ჰესის გარემოს დაცვითი და სოციალური საკითხების  მრჩეველთა საბჭო კომპანიის ინიციატივით შექმნილი სათათბირო ორგანოა, რომლის მიზანი,  დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების მეტი გამჭვირვალობაა. საბჭო ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან ნომინირებული 12 დამოუკიდებელი წევრისაგან შედგება. საბჭოში სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები არიან გაერთიანებულები, კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ბიზნესი.