გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვა

გვსურს, შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ მცირე ჰესების მშენებლობა საქართველოში შესაძლებელია ისეთი შემარბილებელი ღონისძიებების დაგეგმვითა და განხორციელებით, რომლებიც მინიმუმამდე შეამცირებს გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობას. გვსურს, შევქმნათ პრეცედენტი იმისა, რომ პროექტი იყოს მისაღები თითოეული დაინტერესებული ჯგუფისათვის. ჩვენი კომუნიკაციის მოდელი დაინტერესებულ ჯგუფებთან ეფუძნება დიალოგს, რომლის ფარგლებშიც ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან.

ჩვენი მიზანია, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები იყოს მაქსიმალურად მისაღები თითოეული ჯგუფისთვის და მოსახლეობამ დაინახოს ის სარგებელი, რაც მოაქვს ჰიდრო გენერაციის ობიექტების განვითარებასა და ოპერირებას. ჩვენი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული ევროპული გამოცდილებითა და სტანდარტებით გარემოს დაცვის, სოციალური და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.