კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ლახამი ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის ოპერირებას ახორციელებს შპს ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი
- ლახამი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის 16 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება შეადგენს 80 გვტსთ.
- პროექტი მოიცავს ორი ჰესის კასკადს. თითოეულში განთავსებულია სათავე ნაგებობა, თევზსავალი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა
- გამომუშავებული ელექტროენერგია უერთდება ცენტრალურ სისტემას 35 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით
ლახამი 1 და 2 ჰესი, არის მცირე ზომის, კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს მდინარე ლახამზე, სოფელ ლახამში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. პროექტი კომერციულად ოპერირებადი გახდა 2020 წლიდან.