კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ბახვი 3 ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის პარტნიორი კომპანია არის შპს სილქ როუდ ენერჯი
- ბახვი 3 ჰესის დადგმული სიმძლავრე არის 9.8 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 38.1 გვტსთ.
- პროექტს აქვს სათავე ნაგებობა, თევზსავალი, დერივაციული არხი, მიწისქვეშა მილსადენი და ჰესის შენობა
- გამომუშავებული ელექტროენერგია უერთდება ცენტრალურ სისტემას 35 კილოვატიანი გადამცემი ხაზის მეშვეობით
ბახვი 3 ჰესი არის ოპერირებადი მცირე ზომის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგური, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ უკანავასთან ახლოს. კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი CCEH ბახვი 3 ჰესის პროექტს 2017 წლიდან შეუერთდა. CCEH-მა პროექტისთვის შეიმუშავა გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მართვის სამოქმედო გეგმა, რათა უზრუნველჰყო, სადგურისთვის აღნიშნული საკითხების მაღალი მართვის სტანდარტების მიხედვით განხორციელება.