კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგს (CCEH) პორტფელში აქვს როგორც დასრულებული, ასევე, მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტები. ჩვენ, ყველა ჩვენი პროექტის ფარგლებში, საქმიანობას ვახორციელებთ საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების - IFC-ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების სრული დაცვით.
ინწობა ჰესი
- ჰიდროელექტროსადგურის მფლობელი კომპანია არის კომპანია სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VIII
- ინწობა ჰესის დადგმული სიმძლავრე არის 1.8 მეგავატი, ხოლო, წლიური გამომუშავება 9.2 გვტსთ.
- პროექტს აქვს ორი სათავე ნაგებობა, ორი მიწისქვეშა მილსადენი, ორი ჰესის შენობა
- გამომუშავებული ელექტროენერგია შეუერთდება არსებულ 10 კილოვატიან გადამცემ ხაზს
ინწობა ჰესი მდინარის მოდინებაზე მომუშავე, მცირე ზომის, კასკადური ტიპის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდებარეობს მდინარე ინწობაზე, კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუესთან ახლოს. პროექტი ოპერირებადია 2015 წლიდან.